ქართული ენის კომპიუტერული დამუშავების პრობლემა 1970-იანი წლების ბოლოდან დაისვა სამეცნიერო ლიტერატურაში. ციფრული რევოლუციის ხანაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად ჩნდება ხელსაწყოები, რომელთა საშუალებით ბუნებრივი ენის დამუშავება სხვადასხვა სახის სერვისების განსავითარებლად რეალური ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული და უცხოური კვლევითი ინსტიტუტები წლებია ქმნიან ქართული ენის ელექტრონულ კორპუსებს, არ არსებობს პლათფორმა რომელიც მომხმარებელს API-ის საშუალებით დიდი მოცულობის ქართული ტექსტის ავტომატური დამშავების შესაძლებლობას ან საკუთარ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნის შესაძლებლობებს მისცემს.

შესაბამისად ჩვენ მიერ შექმნილი ინსტრუმენტები შეიძლება გახდეს ერთგვარი მოდელი სხვა პატარა ენების შემთხვევაში მსგავსი პროექტების განვითარებასა და განხორციელებაში.

 მთავარი მიზნები: 

  • ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს, ქართული თანამედროვე ანბანით დაბეჭდილი სკანირებული დოკუმენტი გარდაქმნას ტექსტად. სისტემა ასევე აღჭურვილი იქნება ლექსიკოგრაფიული ინსტრუმენტით, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება სკანირებულ დოკუმენტებში შეცდომების აღმოჩენასა და მათ აღმოფხვრაში.
  • პლატფორმა მომხმარებელს ქართული ტექსტის კომპიუტერული დამუშავების შესაძლებლობას მისცემს (Natural Lenguage Processing).
  • პლათფორმა მომხმარებელს როგორც ქართული ტექსტის კომპიუტერული გახმოვანების ასევე აუდიო ფაილების ტექსტად გადაქცევის შესაძლებლობას მისცემს (Tet to Speach და Spech to Text).