სეზონური სკოლა „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 4–8 მაისს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ხუთდღიან საერთაშორისო სეზონურ სკოლაში “ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები”. სეზონური სკოლა განკუთვნილია ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის.
სეზონური სკოლა მოიცავს ვორკშოფების სერიას, რომელიც ეძღვნება ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავების ტექნოლოგიების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს და განკუთვნილია კომპიუტერული მეცნიერებების, ლინგვისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებისთვის.
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
სეზონურ სკოლაში მონაწილეობა უფასოა.