სეზონური სკოლა

სეზონური სკოლა „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 4–8  მაისს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ხუთდღიან საერთაშორისო სეზონურ სკოლაში “ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები”.  სეზონური სკოლა განკუთვნილია ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის. 

 სეზონური სკოლა მოიცავს ვორკშოფების სერიას, რომელიც ეძღვნება ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავების ტექნოლოგიების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს და განკუთვნილია კომპიუტერული მეცნიერებების, ლინგვისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებისთვის.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

სეზონურ  სკოლაში მონაწილეობა უფასოა.  

სეზონურ სკოლაში  მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 24 აპრილის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ  სამოტივაციო წერილი:  https://cutt.ly/IcDtYd9 

შერჩეულ კანდიდატებს შედეგი ეცნობებათ არაუგვიანეს 2021  წლის 27 აპრილისა. 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  ელექტრონულ მისამართზე: nlp@iliauni.edu.ge   

 მონაწილეები შეირჩევიან მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე.